0 7 : 2 8
 | 

პოლიტიკა

"ეს არის საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესების მცდელობა" - ანა დოლიძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ანა დოლიძის სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორი გადწყვეტილება მიიღო, როდესაც დოლიძე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს ჩამოაშორა და ის კანდიდატებთან გასაუბრებას ააცილა.

ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ის ასევე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც იუსტიციის საბჭოს მხრიდან აცილებებისგახშირებულ ტენდენციას მოჰყვება და ამბობს, რომ ეს არის საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესების მცდელობა.

„აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას არის, რომ ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის, შეიძლება საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. რა თქმა უნდა ვაპირებ ამის გასაჩივრებას. ეს პოზიციაა, რომელიც არის რეალურად საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესების მცდელობა,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას საია-ს თავმჯდომარეც ეხმაურება. სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს არის მცდელობა იუსტიციის საბჭომ აიცილოს ის წევრები, რომლებიც გამოირჩევიან კრიტიკული განცხადებებით.

„ეს გადაწყვეტილება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას ვინაიდან თავად ის განცხადებები და შეფასებები რასაც ანა დოლიძე აკეთებდა არ ეხებოდა არც ერთ კონკრეტულ პირს,“-განაცხადა სულხან სალაძემ.    

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:50

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტრო...

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი დავით გარეჯის ფერდობებიდან მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.გზის გასაყვან სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე შეუჩერებ...

  • 18:24

    ,,უნდა შეიგნოს დამსაქმებელმა რომ არ აქვს ყველაფრის...

    შიმშილობის მე-8 დღე და მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში - ქალაქში ყველა მცირე საწარმო გაჩერებულია. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან.ხვალიდან მოშიმშილეებს 7 ადამიანი შეუერთდება და კომპანი...

  • 11:04

    "პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შ...

    სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს."პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში...

  • 16:15

    მამუკა ბახტაძე - "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა.თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტი...

  • 16:07

    მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, ...

    ალოგიკური სიტუაციაა, ერთი მხრივ, გვყავს N რაოდენობით სტუდენტი,რომელიც N რაოდენობის სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე და რეალურად ძალიან რთულია იპოვო მაღა...

  • 16:02

    დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დ...

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.მისი ცნობით, ჩიჩხი...

  • 15:08

    სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები საქართველოსა და ა...

    საქართველოს პრეზიდენტი  საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება."მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის,...

×