0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თეა წულუკიანმა კვირიკაშვილის შეცდომა პირდაპირ ეთერში დაასახელა

„არავითარი ძიება თავიდან არ დაწყებულა. მე ამას პირველად ვამბობ პირდაპირ ეთერში: როდესაც პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა აქციიდან დაბრუნებულმა, დაუშვა, სამწუხაროდ, შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ.“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

საქმე ყოფილი პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას შეეხება, როდესაც მან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება პროკურატურას ჩამოართვა და შსს-ს გადასცა.

„სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი. არავითარი გამოძიება არ დაწყებულა თავიდან. თქვენ თავად შეგიძლიათ ყოფილ პრემიერს ჰკითხოთ და ის თავად დაგიდასტურებთ, რომ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა... როდესაც საქმეზე დადგა მტკიცებულებები იმ ვადაში, რა ვადასაც (40-დღიანს) ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რა დონეზეც იყო მზად მტკიცებულებები რამდენიმე პირის ნაწილში, ის წარიმართა სასამართლოში, ხოლო დანარჩენ ნაწილებზე საქმის, როგორც დღეს ბატონ გახარიამაც დაადასტურა, გამოიყო გამოძიებიდან დანარჩენი ეპიზოდები და მათზე გამოძიება გაგრძელდა. გამოძიება პირველი დღიდან დღემდე მიმდინარეობდა შსს-ში და არა პროკურატურაში და პროკურატურას პირველი დღიდან დღემდე ჰქონდა შსს-ს გამომძიებლებზე საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქცია. ეს არის რეალობა“, - განმარტა წულუკიანმა

ის გადაცემაში ირაკლი შოთაძეს ისევ შეეხო .მისი თქმით, ერთადერთი პროკურორი, რომელიც მისი მონაწილეობით შეირჩა, ირაკლი შოთაძე იყო და ის, შესაბამისად, ინაწილებს პასუხისმგებლობას, თუმცა ამ დრომდე მიიჩნევს, რომ შოთაძე მთავარი პროკურორობიდან არ უნდა გადამდგარიყო. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები