1 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ქვეყანა ჩალით არის დახურული" - ნახეთ, სად მიიტანა გოგი წულაიამ ჩალა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის  ავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პერფორმანსი მოაწყო და ადგილზე ჩალა მიიტანა. 
წულაიას განცხადებით, ნიშნად იმისა, რომ ქვეყანაში სამართალი ჩალით არის დახურული, სიმბოლურად სასამართლოში ჩალა მიიტანა და მათი უმოქმედობა ამგვარად გააპროტესტა. 

„ჩვენი პროტესტის მიზეზი ის უსამართლო გადაწყვეტილებები გახდა, რასაც ქართული სასამართლოების მიერ ვხედავთ. ამის მაგალითია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მცხოვრები მაყვალა დანგაძე, რომელიც მეოთხე წელია სამართალს ეძებს და ვერ უპოვია. მეოთხე წელია, საკუთარ მიწაზე გრანიტის უკანონო მოპოვებას აპროტესტებს და სასამართლო ჯერ არც დანიშნულა, ამიტომ მოვიტანეთ ჩალა და სიმბოლურად გადავხურეთ, რადგან ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული“, –განაცხადა გოგი წულაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები