0 5 : 0 8
 | 

პოლიტიკა

“საქართველო ნატო-ს წევრი გახდება”

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე პასუხისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოსი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატო-ს უწევს საერთაშორისო მისიებში და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს. 

რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს კარები ღიაა.

 ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ კვლავ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები