0 3 : 2 7
 | 

პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კვლავ გიგი წერეთელი გახდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი გახდა. ის ამ თანამდებობაზე უკვე მეორედ აირჩიეს. ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესია დღეს დასრულდა.

57 ქვეყნის დელეგატებმა საქართველოს შესახებ მიიღეს რეზოლუცია "ათი წელი აგვისტოს ომის შემდეგ’’.

ფორუმის მნიშვნელოვანი თემები იყო ეუთოს სივრცეში არსებული გამოწვევებიც.

„მივიღეთ კარგი დეკლარაცია, რომლის ნაწილი ასევე არის საქართველოში ომის თაობაზე 10 წლის თავთან დაკავშირებით ასევე ძალიან კარგი დოკუმენტი. პრინციპში ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და ძალიან ვაფასებ ჩემი კოლეგების მხარდაჭერას. პრაქტიკულად ერთხმად ამირჩიეს პრეზიდენტად ამ ორგანიზაციის, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ორგანიზაცია. და მინდა გითხრათ, რომ ამ წარმატებას მე ვუკავშირებ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები