0 7 : 4 6
 | 

პოლიტიკა

"ახალი სახეები კარგია ჟურნალის გარეკანზე და არა პოლიტიკაში" - ბურჯანაძე მინისტრთა კაბინეტზე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ახალ მინისტრთა კაბინეტს კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ძნელია ახალი მინისტრების გვარების დამახსოვრება, რადგან მათ შესახებ ბიძინა ივანიშვილის გარდა არავინ არაფერი იცის.

„როცა გვეუბნებიან, რომ ახალი სახეები კარგია და სიოს შემოიტანს ხელისუფლებაში, ვთვლი, რომ ამ განცხადებების ავტორებს პოლიტიკა და ქვეყნის მართვა ჟურნალის გარეკანის აწყობაში ერევათ. ბატონებო, ახალი სახეები კარგია ჟურნალის გარეკანზე და არა პოლიტიკაში. მთავრობა, რომელიც დღეს ბახტაძემ წარმოგვიდგინა, კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ ფაქტისა, თუ რამდენად დიდ პატივს სცემს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მოსახლეობას. 

ივანიშვილი იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ მისთვის სულერთია, როგორი გამოცდილებით, რა შინაარსის მოხსენებით თუ რა ხედვით წარდგება ესა თუ ის მინისტრი პარლამენტის წინაშე. მისთვის მთავარი, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაა

ჩვენ გვითხრეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი ძალიან გამოცდილი ადამიანებისგან შედგება. მართლა მინდა მათ ვკითხო, რა არის მათვის გამოცდილების კრიტერიუმი?! პოლიტიკოსების და მინისტრების გამოცდილება ნამდვილად განსხვავდება, რომელიმე კერძო კომპანიაში დაგროვილი გამოცდილებისაგან, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ის. ან თუნდაც, როგორ შეიძლება კარდიოლოგი გვყავდეს ეკონომიკის მინისტრად იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სულს ღაფავს და მოსახლეობა უმძიმეს ეკონომიკურ სიდუხჭირეშია ჩაფლული?! მე, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ჩვენი მინისტრები წარმატებული იქნებიან, თუმცა ასეთი ოპტიმიზმის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ“. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები