0 2 : 4 3
 | 

პოლიტიკა

კახა კუკავა და მერაბ რაფავა თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელს ევროსასამართლოში შეიტანენ

კახა კუკავა და მერაბ რაფავა თეა წულუკიანის წინააღმდეგ - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მინისტრის სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას მოითხოვენ.

მერაბ რაფავას განცხადებით, ამის მიზეზი მისი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაა. სამინისტროს დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სასამართლომ მისი სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა თეა წულუკიანი ამ გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

„ვითხოვ იუსტიციის მინისტრისგან სააღსრულებო ფურცლის შესრულებას ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისე, როგორც არის. 17 წელია, ვიბრძვი, რომ დამაბრუნონ სამსახურში, მოგებული მაქვს სასამართლო პროცესები,“ - განაცხადა მერაბ რაფავამ.

კახა კუკავას განცხადებით, ისინი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სტრასბურგში გეგმავენ.

„ჩვენ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს და თეა წულუკიანი, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ იქ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე იქნება წარმომადგენელი, სრულიად სხვა საქმეზე მოუწევს თავისი პირადი ინტერესების დაცვა. იქნება წარმოუდგენელი მასშტაბის სკანდალი ევროსასამართლოში და ევროსტრუქტურებში, როდესაც იუსტიციის მინისტრი, რომელიც კანონმდებლობით ვალდებულია მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, პირადად იქნება პასუხისმგებელი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები