0 6 : 0 7
 | 

პოლიტიკა

"რატომ გაქრა კვირიკაშვილი, მისი ფოტოების ამოჭრა ხდება სახელმძღვანელოებიდან" - მარგველაშვილი

რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან გიორგი კვირიკაშვილი და რატომ ხდება მისი ფოტოების ამოჭრა სახელმძღვანელოებიდან, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში კომენტარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლაზეც გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე კითხვები არა მხოლოდ პარტნიორებს არამედ, რიგით მოქალაქეებსაც აქვთ.

„ისე გამოჩნდა თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია.

რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდგომ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?

რა დააშავა ამ ადამიანმა?- ეს კითხვა პარტნიორებს კი არა ეს კითხვა აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში როცა შედიხარ.

აღარ გეკითხებიან გვეშველება თუ არა რამე, გეკითხებიან- კვირიკაშვილი რატომ წავიდა?“-ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები