0 0 : 1 0
 | 

პოლიტიკა

,,ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება" - ბახტაძის პასუხი მარშანიას

ჩამოტვირთვა

მინისტრობის კანდიდატები და პრემიერ-მინისტრი ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრებს შეხვდნენ. პარტიის  წევრებმა კითხვების დასმაზე უარი თქვეს და სანაცვლოდ მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს აქტუალურ საკითხებზე საკუთარი ხედვები თავად გააცნეს.  

ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ, მამუკა ბახტაძეს უსაყვედურა, რადგან მან თავის პროგრამული გამოსვლა ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის განხილვით არ დაიწყო.

„არ მესმის, როდესაც ქვეყანა არის ასეთ უმძიმეს ტერიტორიალურ წაგებაში, დამარცხებაში და იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ იწყებს თავის პროგრამულ გამოსვლას ქვეყნის წინაშე და პარლამენტის წინაშე ამ საკითხით,“ - მიმართა ადა მარშანიამ მამუკა ბახტაძეს.

პრემიერმა მარშანიას უპასუხა, რომ მისი ყოველი დილა იწყება აფხაზეთზე ფიქრით და ყოველი საღამო მთავრდება აფხაზეთზე ფიქრით.

„ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემს კავშირსა და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ, ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველი გულშია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები