1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

IRI-ის კვლევის აქამდე უცნობი დეტალები

NDI-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებთან დაკავშირებით ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ამომრჩევლის ინდიფერენტულობა ისედაც ცხადი იყო, თუმცა, ასეთ შედეგს მაინც არავინ ელოდა.

განსაკუთრებით საინტერესოა ოპოზიციური კადიდატების რეიტინგები. ამ მონაცემების მიხედვით, ენმ-ს კანდიდატი (სახელისა და გვარის გარეშე) 2 პროცენტით ჩამორჩება მმართველი პარტიის კანდიდატს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა ორგანიზაციამ IRI, მანამდე, კერძოდ კი, 2018 წლის მაისის ბოლოს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლებიც ეხებოდა საქართველოში ამომრჩეველთა განწყობებს, პოლიტიკურ საკითხებსა და პოლიტიკოსების რეიტინგებს.

IRI-ის კვლევაში, NDI-ს კვლევებისგან გასხვავებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატად მოხსენიებული იყო გრიგოლ ვაშაძე (მაშინ როდესაც NDI-ს კითხვარში ზოგადად, ენმ-ის კანდიდატი ეწერა).

ჩვენ ხელთ არსებული მონაცამების თანახმად, აი რა შედეგებს ვიღებთ, როდესაც ენმ-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა (ანუ დღეს არსებულ რეალობაში):

ქართული ოცნების კანდიდატი-17%, დავით ბაქრაძე (ბაქრაძე-უგულავა-ევროპული საქართველო) -16%, გიორგი მარგველაშვილი - 10%, გრიგოლ ვაშაძე (ენმ)-8%, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი - 3%, მიხეილ სააკაშვილი - 2%, შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) – 1%, ნიკოლოზ მელია - 0.5%, სხვა -3%, ყველას გადავხაზავ -7%, არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას - 4%, არ ვიცი - 23%, უარი პასუხზე -6%.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკოლოზ მელია არ იყვნენ მითითებული ჩამონათვალში, თუმცა ზოგიერთმა რესპონდენტმა თავისი ინიცატივით დაასახელა ისინი.

IRI-ს კვლევა 2018 წლის 1-22 აპრილს ჩატარდა, მოიცავდა 1500 რესპონდენტს და ცდომილების ხარისხი იყო 2.5%.

როგორც ვხედავთ, გრიგოლ ვაშაძის მითითება ენმ-ის კანდიდატად, მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა გადანაწილებას ძირითად ოპოზიციურ კანდიდატებს შორის, რაც ძალიან საინტერესო მომენტია.

ვაშაძე 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ, "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა.

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების ძალა ერთობაშია შემადგენლობაში არიან: "ახალი საქართველოსთვის", "ემსახურე საქართველოს", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", "სახელმწიფო ხალხისთვის", "ქრისტიან კონსერვატიული პარტია", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", "ახალი საქართველო", "საქართველო ლიდერთა შორის", "საქართველოს ევროპელი დემოკრატები"...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები