1 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რას ამბობს შოთაძე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ამ წუთებს შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი იკითხებიან.

კახიძე დაინტერესდა ფლობდა თუ არა ინფორმაციას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან მირზა სუბელიანი კავშირზე, რადგან ყოფილი შს მინისტრის საკნიდან გაყვანას სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევდა, მოკვლევას კი სწორედ დღეს უკვე ხორავას საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ხელმძღვანელობდა.

„თქვენ იმ პერიოდში როდესაც ამ საქმეს იძიებდით, გქონდათ თუ არა საუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსთან ბატონ სუბელიანთან, რომელიც მაშინ უკვე თქვენი თანამშრომელი იყო, შეხვდით თუ არა მას და ესაუბრეთ თუ არა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე?“- მიმართა კახიძემ ირაკლი შოთაძეს.

კახიძის კითხვა ყოფილი მთავარი პროკურორისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. შოთაძე ვერ მიხვდა რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ორ განსხვავებულ სისხლის სამართლის საქმეს ერთმანეთისგან.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თქვა ისიც, რომ სტრასბურგის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ბატონი მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ადასტურებს, არ ეთანხმება. შოთაძე კომისიის წევრებს მოუწოდა გამიჯნოს საქმეები ერთმანეთისგან.

ყოფილი მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა გამოძიება, დაიკითხა ყველა შესაძლო მოწმე, ასევე  ჩატარდა ექსპერტიზა კამერების ჩანაწერებზე და საკნიდან გაყვანის ფაქტი არ დადასტურდა. 

მისი თქმით, სუბელიანთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი არასდროს ჰქონია.

„რაზე უნდა მესაუბრა უკაცრავად? ამ საკითხზე მირზა სუბელიანთან მე არასდროს არ მქონია,“- პასუხობს  ყოფილი მინისტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები