0 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დიღმის ტყე-პარკში მასშტაბური მშენებლობები იგეგმება

ჩამოტვირთვა

დიღმის ტყე-პარკში არავითარი მშენებლობა არ იგეგმება-ასე ეხმაურება კახა კალაძე „კურიერის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბურ მშენებლობებზე იყო საუბარი. განცხადება თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წუთიერი დუმილით დაიწყო.

სხდომაზე დედაქალაქის მერმა რამდენიმე საკითხი განიხილა. მათ შორის კახა კალაძემ იმ 42 ერთეული მუნიციპალური ტრანსპორტის ჩამოწერის განკარგულება გასცა, რომელმაც ტექნიკური შემოწმება ვერ გაიარა. მისი თქმით ეს ავტოტრანსპორტი ელექტრო ან ჰიბრიდული მანქანებით უნდა ჩანაცვლდეს.

„მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო  ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. მერიის 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მინდა დაგავალოთ, რომ ეს ავტომობილები ამოიღოთ ხმარებიდან. ყვითელი ავტობუსები არის ნაწილი იმ დიდი პრობლემისა, რომელიც ჩვენ ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს,“-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ქალაქში მოძრავი მანქანების 50% საგანგაშო მდგომარეობაშია.

დღეს ასევე დედაქალაქის მერმა დააანონსა ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა, რომლის განხორციელების ფარგლებში შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები მიმდებარე ქუჩებზე დაწესდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები