1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში"

ჩამოტვირთვა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. აღსანიშნავია, რომ კანცლერის ბოლო ვიზიტი საქართველოში განხორციელდა 10 წლის წინ და ვფიქრობ, რომ დღეს, დროის თვალსაზრისით, გერმანიის კანცლერის ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია გერმანიის მხარდაჭერა, მათ შორის ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები