1 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სირცხვილია, ქალბატონო სალომე...პრეზიდენტობა არც თუ ისე გარანტირებული გაქვთ“

როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულად დაამუშავა საკუთარი კანდიდატი და შეაცვლევინა შეხედულებები“, - ასე შეაფასა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პრეზენტაციის ის ნაწილი, რომელიც 2008 წლის ომს ეხებოდა

„სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში არსებობდა ორი მითი. ერთი, რომ ის არის პრინციპული და მეორე, რომ არის მართალი და ტყუილს არ იტყვის. ორივე მითი დაიმსხვრა. ჯერ ერთი საპრეზიდენტო კამპანია მან დაიწყო ტყუილით, თითქოს არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ამ დროს ყველა ხვდება, რომ ის არის „ოცნების“ კანდიდატი. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის სიმართლის, მე პირადად არ მჯერა. რაც შეეხება მითს მის პრინციპულობაზე, დღეს ისიც დაიმსხვრა. 2008 წლის ომთან დაკავშირებით, დღეს ის თავს იმართლებდა, ამტკიცებდა იმის საპირისპიროს, რასაც ორი დღის წინ ამბობდა. სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ის სიტყვები, რომელიც არამხოლოდ ნათქვამი ჰქონდა, არამედ და თავის წიგნში აქვს დაწერილი.

სირცხვილია, ქალბატონო სალომე. მე მესმის, რომ პრეზიდენტის სავარძელი თქვენთვის ძალიან ძვირფასია და გადამწყვეტია, მაგრამ არ ღირს საკუთარ პრინციპებზე და საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმა, მითუმეტეს, როდესაც პრეზიდენტობა არც თუ ისე გარანტირებული გაქვთ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები