1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხორბლის გადამზიდავების პროტესტი - აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა

ხორბლის გადამზიდავების პროტესტი უკიდურეს ფორმას იღებს - ერთ-ერთი გადამზიდავი ამ წუთებში ლილოს ტერმინალში თვითდაზიანებებს იყენებს და მინისტრის ადგილზე მისვლას ითხოვს. მამაკაცს ტანზე ბენზინი აქვს გადასხმული და აცხადებს რომ არ გაჩერდება, ვიდრე მინისტრი ადგილზე არ გამოცხადდება. ლილოს ტერმინალში იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

შეგახსენებთ, რომ ხორბლის გადამზიდავების აქცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ისინი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი პროტესტი ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ხორბლის სახმელეთო გზით ტრანსპორტირება იკრძალება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები