0 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მივიღეთ გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე"

ჩამოტვირთვა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში, კანაფის კულტივაციის შესახებ  კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე.

გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, რომლის თითოეული ნაბიჯი და განცხადება გამსჭვალულია სიბრძნით და რომელიც ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ.

მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისაგან,"-ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები