0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,იქ სადაც მას ელოდება მილიარდები ივანიშვილი არ გაჩერდება, მერე რა რომ მიზნის მისაღწევად მან სულში უნდა აფურთხოს ქართველ ერს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მორიგ აფიორას უმზადებს ქართველ ერს. სააკაშვილი განმარტავს, რომ  მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტს სულ მალე უკან შემოგდებენ.

"ბარიგა ივანიშვილის ვირეშმაკობა და ჩვენი პასუხი

დასუსტებული და დამფრთხალი ივანიშვილი, და მისი უსახური მთავრობა მორიგ აფიორას უმზადებს ქართველ ერს. 
იგრძნეს რა რომ ქართველი ერი და ბერი კატეგორიულად არ დაუშვებს საქართველოს ივანიშვილის ნარკო-კარტელად გადაქცევას, იგრძნეს რა ჩვენი ხალხის ძალა, მათ უკან დაიხიეს.

მაგრამ ეს არის ტაქტიკური უკან დახევა, მათი სტრატეგიული მიზანი იგივეა. ივანიშვილის გეგმა, რომ ნარკორეალიზაციით იშოვნოს ახალი მილიარდები არ შეცვლილა.

ამიტომ ახლა ურცხვად მოგვიწოდებენ, მისი სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის პირით, რომ "შევწყვიტოთ ამ თემაზე საზოგადოებრივი დისკუსია" და საერთოდ ხმა გავიკმინდოთ. 
და ნაცვლად იმისა რომ ბოდში მოიხადონ ამ მავნებლური მზაკვრობისთვის, გვეუბნებიან, რომ ამ გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ ვითომ საზოგადოებრივი დისკუსიის და რღაც ფიქტიური კომისიების მუშაობის ფარგლებში.

ეს არის მორიგი ბლეფი - ისევე როგორც ბლეფი იყო მათი ვითომ კონსტიტუციის საჯარო განხილვები. ახლა უბრალოდ უნდათ არჩევნებამდე დროის მოგება, და ივანიშვილის მახრჩობლური ტაქტიკით მისი გეგმის მაინც ბოლომდე მიყვანას აპირებენ. იქ სადაც მას ელოდება მილიარდები, ივანიშვილი არ გაჩერდება, მერე რა რომ მიზნის მისაღწევად მან სულში უნდა აფურთხოს ქართველ ერს და მერე რა, რომ უნდა გამოიწვიოს ჩვენი ახალგაზრდა თაობის და მთავარი ეროვნული პოტენციალის სრული დეგრადაცია. ერთი წამით არ მოტყუვდეთ! ისინი ამ კანონის სულ მალე უკან შემოგდებას აპირებენ, ოღონდ ამჯერად რაღაც მოგონილი საზოგადოებრივი კონსენსუსის ფიქციის გათამაშებით.

ამიტომ ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მას არ მივცეთ ამ დამღუპველი კანონის თაღლითურად უკან შემოცურების საშუალება! ამიტომ, ჩვენ ამ ბოროტებას - საქართველოს ნარკო-კარტელად ქცევას - უნდა შევუქმნათ კონსტიტუციური, გადაულახავი ბარიერი. რათა ვერც ივანიშვილმა, ვერც ბერამ და ვერც ვერავინ ვეღარასოდეს ვეღარ აქციოს ჩვენი ქვეყანა ნარკო-მილიარდების შოვნის წყაროდ.

ამიტომ დღეს, სრულიად სამართლიანი და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივა, რომ სასწრაფო წესით დავიწყოთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა მოხდეს საკონსტოტუციო ცვლილების ინიცირება.

მე დავუყოვნებლივ ვუერთდები ამ ინიციატივას და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ სიმბოლური ხელმოწერით. სიმბოლურით, რადან იცით, რომ ჩამორთმეული მაქვს საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ იმ იმედით, რომ ჩემი სიმბოლური ხელმოწერა გადაიქცევა ათობით და ასობით ათასი ჩემი მომხრის, ქართველი პატრიოტის რეალურ ხელმოწერად ჩვენი ერის გადასარჩენად და ივანიშვილის მორიგი დამღუპველი თაღლითობის შესაჩერებლად.,"-ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები