0 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი დაუდგინდა –ყოფილ პრემიერს წამლავენ

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს.

ვიწრო პროფილურ, ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის კლინიკებში პაციენტს გამოკვლევები ჩაუტარდა, დიაგნოზებიც დაისვა და მკურნალობის შესაბამისი კურსიც დაინიშნა, თუმცა მკურნალობა ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ მსჯავრდებულის ადვოკატი ვანო მერაბიშვილის მოწამვლაზე ალაპარაკდა. გიორგი ჩივიაშვილის ვარაუდს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრის შესაძლოა მიზანმიმართულად წამლავენ დასაბუთება სჭირდება, ამიტომ დაცვის მხარე ახალი კვლევების ჩატარების მოთხოვნით, ციხის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას მიმართავს.

უკანასკნელად ვანო მერაბიშვილი ჰოსპიტალიზება 12 სექტემბერს გახდა საჭირო. დიაგნოზში, რომელიც p.s.-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს წერია, რომ წერია, რომ ვანო მერაბიშვილს სახის მარჯვენა მხარეს ძალიან იშვიათი, თუმცა საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური დაავადების მომასწავებელი კლინიკური გამოვლინება, ჰორნერის ნიშანი, დაუდგინდა.

ჰორნერის სინდრომის არსებობა, არც იმ ვარაუდს გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიზანმიმართული ინტოქსიკაციის შედეგად უარესდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები