1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აქვს თუ არა ვანო მერაბიშვილს სიმსივნე - ექიმის კომენტარი

ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის, თერაპევტ ელენე ხურციძის განცხადებით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ. ყოფილი პრემიერი მატროსოვის ციხეში უკვე გადაიყვანეს.

"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე ამჟამად შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. რაც შეეხება მისი დიაგნოზის შესახებ შეკითხვებს, მინდა გითხრათ, რომ იდიოპათიური ჰორნერის სინდრომის დიაგნოზი არის ჩვენი ძირითადი სამუშაო ვერსია, თუმცა გამორიცხულია მწვავე მდგომარეობები, როგორც სიმსივნური პათოლოგია, ასევე სხვა მწვავე პათოლოგია, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის მდგომარეობას. ასევე, გამორიცხულია მწვავე ეგზოგენური ტოქსიკაციის რამე ნიშანი. სახის ნერვის დამბლა არ არის, რომელზეც აზრი მუსირებდა მასმედიაში. კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით გავაკეთოთ კვლევა - საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, საჭიროებს მხოლოდ დაკვირვებით რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას. რამე კონკრეტულ მკურნობას არ საჭიროებს და ის დატოვებს ჩვენს კლინკას", - განაცხადა ხურციძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები