0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ

თავდაცვის სამინისტრო უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა. საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეირაღებული ძალების 3 სამხედრო, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს. "კურიერის" ინფორმაციით, იარაღით უკანონოდ ვაჭრობა თავდაცვის სამინისტროში ერთი წლის განმვალობაში ხდებოდა, თუმცა შიდა კონტროლის სამსახურმა ფაქტი ვერ გამოავლინა. 

სპეცოპერაცია სამხედროების დასაკავებლად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თვენახევრის წინ ჩაატარა, თუმცა მინისტრის ბრძანებით ამბავი დამალეს. თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ფაქტის შესახებ ღიად მას შემდეგ ესაუბრა, რაც ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება "კურიერმა" დაიწყო და საბრძოლო მასალებით უკანონოდ ვაჭრობის თვითმხილველი სამხედროები ჩაწერა. 

http://rustavi2.ge


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები