2 3 : 0 0
 | 

პოლიტიკა

სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პროკურატურაში პენიტენციალური სამსახურის თანამშრომელის დაკითხვა მიმდინარეობს

სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. იკითხება - ამ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ადასტურებს. ი.პ. ის პირია, ვინც პროკურატურისვე ინფორმაციით 12 ოქტომბერს საგამოძიებო ორგანოს მიმართა. მისი ინფორმაციით, მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით აიძულებდნენ მირზა სუბელიანთან კონკრეტული პირების შეხვედრა ფარულად ჩაეწერა. 

პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დრეს განმარტეს, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები