0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"თითსაც ვერავინ დააკარებს, პირიქით, ბევრს ჩაიყოლებს სამარეში თუკი გაბედავენ" - გოცირიძე ფარცხალაძის საქმეზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს ეხმაურება. 

გოცირიძე ამბობს, რომ ფარცხალაძის „დასჯა“ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის თვალის ახვევას ემსახურება.

„ოთარ ფარცხალაძე არის ამ კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი, როგორც იტყვიან, მისი ღვიძლი შვილი.  თითსაც ვერავინ დააკარებს. პირიქით, ბევრს ჩაიყოლებს სამარეში თუკი გაბედავენ. ამიტომ წინასაარჩევნოდ ახლა დადგეს პატარა სპექტაკლი, წაუყენებენ ბრალს, რა თქმა უნდა, ყველაზე მსუბუქი მუხლით, მამაკაცური ჩხუბის კონტექსტში. დააჯარიმებენ ორი ათასი, ან ხუთი ათასი ლარით.

მერე მას, რა თქმა უნდა, ფული არ აქვს და დეპუტატები შეუგროვებენ და გადაუხდიან ამ ჯარიმას და ამით დამთავრდება ეს მასკარადი. ეს არის წინასაარჩევნოდ მორიგი თვალის ახვევის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან.

არც ერთი კორუმპირებული, მათ შორის მთავრობის წევრები, რომლებიც დიდი ხმაურით აცხადებდნენ და ივანიშვილიც იმუქრებოდა, არ დასჯილა და ვერც ვერასდროს დაისჯება, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს,“-ამბობს რომან გოცირიძე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები