1 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა კანონის წინაშე ყველას მოეთხოვება პასუხი"- კალაძე ფარცხალაძეზე

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.

"ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება გასულ წელს "ელცენტროში" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები