2 2 : 0 7
 | 

პოლიტიკა

"ბრალი წარდგენილია, აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული აქვთ" -მეზვრიშვილი ფარცხალაძეზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენას და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ეხმაურება. 

"ბრალი წარდგენილია, აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული აქვთ. ეს გახლავთ პროკურატურის პრეროგატივა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ იღებენ მონაწილეობას აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვაში კანონმდებლობა გვაქვს ასეთი, შესაბამისად დეტალებთან დაკავშირებით პროცესი როგორ მიმდინარეობდა, დაიხურა თუ არ დაიხურა, ვისი შუამდგომლობით დაიხურა, რომელ საათზე ჩატარდა - ვერ გეტყვით. ფორმაზეც ვერ გეტყვით როგორ წარედგინა და რა ფორმით ბრალი. ბრალი ფაქტია რომ წარდგენილი აქვს და აღკვეთის ღონისძიება შეფარდებულია,"-განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები