0 7 : 2 6
 | 

პოლიტიკა

"7 მილიარდის მფლობელი რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს მიმართავს დახმარებისთვის, ცინიზმია"

„7 მილიარდის მფლობელი რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს მიმართავს დახმარებისთვის, რაღაც ცინიზმის იმხელა დოზაა ამაში,“ - ამის შესახებ განცხადება მიშა მშვილდაძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას გააკეთა.

პროდიუსერი აცხადებს, რომ ამ მიმართვას ყოფილი პრემიერი ავრცელებს 6 წლის თავზე, როდესაც სწორედ მისმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ მოსახლეობის არც ერთ ფენაში მის მიმართ პოზიტიური მოლოდინი არა აქვს.  

„მმართველობის 6 წლის თავზე ხდება ეს, როცა მოახერხა ამ ადამიანმა იმდენი, რომ ვისთვისაც არ უნდა მიემართა, მოსახლეობის არც ერთ ფენაში, არავითარი პოზიტიური მოლოდინი არ უკავშირდება და თან ყოველი შემდეგი წელი ზუსტად საპირისპიროდ ხდებოდა თავისი დაანონსებულიდან და უფრო და უფრო მეტად გრძნობდა მარწუხებს ხალხი,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში სამი პრობლემა გამოიკვეთა. ეს არის არაღიარება და ბრაზი. მისივე თქმით ეს ბრაზი გამოიხატა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილმა არც ერთხელ არ ახსენა სალომე ზურაბიშვილი. მესამე  ეტაპი კი, მისივე თქმით, არის ვაჭრობა. 


http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:50

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტრო...

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი დავით გარეჯის ფერდობებიდან მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.გზის გასაყვან სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე შეუჩერებ...

  • 18:24

    ,,უნდა შეიგნოს დამსაქმებელმა რომ არ აქვს ყველაფრის...

    შიმშილობის მე-8 დღე და მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში - ქალაქში ყველა მცირე საწარმო გაჩერებულია. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან.ხვალიდან მოშიმშილეებს 7 ადამიანი შეუერთდება და კომპანი...

  • 11:04

    "პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შ...

    სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს."პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში...

  • 16:15

    მამუკა ბახტაძე - "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა.თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტი...

  • 16:07

    მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, ...

    ალოგიკური სიტუაციაა, ერთი მხრივ, გვყავს N რაოდენობით სტუდენტი,რომელიც N რაოდენობის სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე და რეალურად ძალიან რთულია იპოვო მაღა...

  • 16:02

    დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დ...

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.მისი ცნობით, ჩიჩხი...

  • 15:08

    სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები საქართველოსა და ა...

    საქართველოს პრეზიდენტი  საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება."მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის,...

×