0 7 : 2 3
 | 

პოლიტიკა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი : "ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი"

ჰელსინკში მიმდინარე "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე გამოსვლის დროს, EPP-ს პრეზიდენტმა გრიგოლ ვაშაძეს წარმატებები უსურვა.

საქართველოზე ისაუბრა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა რასა იუკნევიჩენემ, რომელიც არჩევნების პირველ ტურზე საქართველოში დამკვირვებლად იმყოფებოდა. მან ისაუბრა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და თავდასხმებზე  არასამთავრობო სექტორზე. მისი თქმით ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ ფულით ყველაფერი არ იყიდება.

„ვამაყობ ქართველი ხალხით, რადგან დავინახე რომ მათ აქვთ უზარმაზარი სურვილი, თავიანთი ქვეყანა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის იყოს. როდესაც ისინი მოდიოდნენ უბნებზე, მივხვდი რომ საქართველოს კარგი მომავალი აქვს. ასევე ვნახე რომ დემოკრატია სხვადასხვაგვარად ესმით. ვნახე ხალხი, ვისაც სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება. მეორეს მხრივ ვნახეთ როგორ იყენებდნენ დიდძალ ადმინისტრაციულ რესურს, როგორ ცდილობდნენ ენჯეოებზე თავდასხმას. მედია პოლარიზებულია და მის მიმართ პოლიტიკურ ჯგუფებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში, სადაც ვყოფილვარ. მინახავს როგორ ცდილობენ დემოკრატიის გაგების შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არჩევნებში ვიმარჯვებთ, ყველაფერს ჩვენ ვიღებთ. ეს არ არის დემოკრატია. ჩვენ ახლა ფინეთში ვართ და ევროპის ეს მხარე კარგი მაგალითია გავიგოთ რა და როგორ ხდება. რადგან მათაც გამოიარეს პოსტსაბჭოთა პერიოდი. ოპოზიციიდან არჩეული კანდიდატიც ხალხის მიერაა არჩეული და სწორედ ძალაუფლების გადანაწილებაშიადემოკრატია,“-განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:50

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტრო...

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი დავით გარეჯის ფერდობებიდან მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.გზის გასაყვან სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე შეუჩერებ...

  • 18:24

    ,,უნდა შეიგნოს დამსაქმებელმა რომ არ აქვს ყველაფრის...

    შიმშილობის მე-8 დღე და მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში - ქალაქში ყველა მცირე საწარმო გაჩერებულია. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან.ხვალიდან მოშიმშილეებს 7 ადამიანი შეუერთდება და კომპანი...

  • 11:04

    "პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შ...

    სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს."პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში...

  • 16:15

    მამუკა ბახტაძე - "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა.თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტი...

  • 16:07

    მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, ...

    ალოგიკური სიტუაციაა, ერთი მხრივ, გვყავს N რაოდენობით სტუდენტი,რომელიც N რაოდენობის სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე და რეალურად ძალიან რთულია იპოვო მაღა...

  • 16:02

    დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დ...

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.მისი ცნობით, ჩიჩხი...

  • 15:08

    სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები საქართველოსა და ა...

    საქართველოს პრეზიდენტი  საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება."მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის,...

×