2 2 : 0 8
 | 

პოლიტიკა

"საქართველომ დაიწყო, ზუსტად..."- მეჩითოვი 2008 წლის ომზე

"საქართველომ დაიწყო, ზუსტად, პრეზიდენტის სახით,“ - ეს განცხადება, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილემ, იური მეჩითოვმა „კურიერთან“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

„კარგად ვიცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს პროვოკაცია სააკაშვილის თამადობით, დაბომბეთ ცხინვალი, ქართული ქალაქი, მართალია, მანდ არავინ არ იყო, როგორც ამბობენ, მაგრამ ასეც არ იყო მთლად. და ამ ავანტიურით დაიწყო ეს ომი,“ - განაცხადა მეჩითოვმა.

იური მეჩითოვი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება მოღალატეობრივი ქმედება არ არის და პირიქით, ამაზე საუბრისგან თავის შეკავებას აფასებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად.

„მოღალატეობა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება არის ის, რომ ჩვენ ჯიუტად ვამბობთ, რომ ეს არ იყო ასე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაშორებს აფხაზებთან, გვაშორებს ოსეთთან, გვაშორებს ნებისმიერ მოლაპარაკებიდან, ასეთი პოზიცია, როცა ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რაც უკვე დაწერილია, აღიარებულია მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა მეჩითოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები