0 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მუქარა ზურაბიშვილის ოჯახზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და თავის  შვილებს მიუვიდათ ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულები არიან მუქარის ავტორები. მისი თქმით, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები