1 9 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ - ივანიშვილი და მეჩითოვი

"9 აპრილს არავის მოკვლა არ უნდოდა რუსეთს. 20 ახალგაზრდა გოგონა ასფიქსიით დაიღუპა“, - ეს სიტყვები ფოტოგრაფ და პრორუს იური მეჩითოვს ეკუთვნის.

მეჩითოვმა ცოტა ხნის წინ ცნობილ ტელეკომპანიას, ალჯაზირას მისცა ინტერვიუ, სადაც მსგავსი გაუგონარი ტყუილით სცადა ისტორიის გაყალბება.

1989 წლის 9 აპრილს, რუსეთის ჯალათებმა, როდიონოვის მეთაურობით პარლამენტის წინ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მოწამლული ნიჩბებით აჩახეს. მათ შორის იყო სკოლის მოსწავლე, თამრიკო ჭოველიძეც.

მაშინ, მომიტინგეები საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. თავისუფლების წყურვილი არ აპატია კომუნისტურმა რეჟიმმა ქართველ გმირებს და მათ სასტიკად გაუსწორდა.

მიუხედავად იმისა რომ ყველამ იცოდა რუსული არმიის შემოსვლის შესახებ, 9 აპრილის მიტინგის მონაწილეები ადგილიდან არ დაძრულან, ვიდრე რუსმა ჯალათებმა ნიჩბებით არ დაასრულეს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. თუმცა მეჩითოვის თქმით, ისინი ასფიქსიით ანუ ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალნენ.

ისტორიის გადაწერა რუსულად...

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, თუმცა, საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის დღემდე ტკივილიანი და ტრაგიკულია რუსი „სალდათების“ განხორციელებული ჯალათობა...

თუმცა, კრემლი კვლავ აგრძელებს ისტორიის გაყალბებას. სამწუხაროდ ოკუპანტს დღემდე ჰყავს თავისი დასაყრდენი საქართველოში.

ერთერთია იური მეჩითოვიც, რომელმაც თავისი პრორუსული განცხადებებით ადრეც დაგვამახსოვრა თავი.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს კულტურის მინისტრის მოადგილე მეჩითოვი ამბობდა რომ „ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო“.

მეტიც, მეჩითოვს, რომელიც ახლა ორივე ხელით და მთელი არსით უჭერს მხარს ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს, მიაჩნია რომ აფხაზეთში რუსეთი არ გვებრძოდა. რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთს არ წაურთმევია ჩვენთვის. 


http://presa.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები