0 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„იქნებ აუხსნათ, განუმარტოთ, დაუღეჭოთ კახის ეს ამბავი“, - გიორგი კაპანაძე თბილისის მერიას

პუტინის რეჟიმთან მკვეთრად დაპირისპირებული პიარ ტექნოლოგის, ვიტალი შკლიაროვის (რომელიც გრიგოლ ვაშაძის კამპანიაში მონაწილეობს) განცხადებას ხელისუფლების სრული ისტერია მოჰყვა.

ოცნების ლიდერებმა (მათ შორის თბილისის მერმა) განაცხადეს რომ ოპოზიცია რევოლუციას აანონსებს.

„სინამდვილეში კი, შკლიაროვი საუბრობდა არა ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლაზე, არამედ რევოლუციურ ანუ სწრაფ რეფორმებზე“, - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე, რომლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ვიტალი შკლიაროვი: "დეკემბერში შეიძლება მოხდეს არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლების ცვლა, არამედ მშვიდობიანი, ნამდვილი, დემოკრატიული ცვლილებების „რევოლუცია“, სადაც არც დაბალ და არც მაღალ ფენებში აღარ შეუძლიათ და აღარც სურთ ძველებურად ცხოვრება, "რევოლუცია", რომელშიც არ იქნება წაგებული. საქართველო გახდება ახალი ტიპისა და ახალი თაობის, უფრო ძლიერი, დემოკრატიული „სახელმწიფო-სტარტაპი.“ თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთადერთი გზაა მოქალაქეების განვითარებისა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად". 

ვინც ვერ/არ გაიგეთ გეტყვით: ეს ის რევოლუცია არ არის, თქვენ რომ გაშინებთ. 

აქ საუბარია განვითარების რევოლუციურ ანუ ისეთ ცვლილებებზე (რეფორმებზე), რომელიც სწრაფად ან შედარებით მოკლე დროში განხორციელდება. 

თბილისის მერია / Tbilisi City Hall იქნებ აუხსნათ, განუმარტოთ, დაუღეჭოთ კახის მანდ ვინმემ ეს ამბავი“, - წერს კაპანაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები