0 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“თქვენც კაი ბევრ ფულს ხარჯავდით” – არჩილ თალაკვაძე “ნაციონალურ მოძრაობას”

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვისას,უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს უპასუხა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლება არ მოქმედებდა კანონი ფარგლებში და ის ბიზნესისთვის წართმეულს ფულს სად მიმართავდა არავინ იცის.

“ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბიზნესებს აყაჩაღებდით, რევოლვერით ადექით თავზე და ისე აკეთებდით ჩრდილოვანი ფულით ბევრ საქმეებს. ბიზნესმენებს, რომ 10 000 ლარიან სახლებს 100 000-ს და ნახევარ მილიონად აყიდინებდით და მერე სად მიმართავდით და როგორი იკეთებდით საქმეებს ამ ფულით ნუ დაგავიწყდებათ. თქვენც კაი ბევრ ფულს ხარჯავდით,ოღონდ ეს იყო კრიმინალით მოპოვებული ფული, ეს იყო დანაშაულებრივი გზით მობილიზებული ფული” – მიმართა თალაკვაძემ “ნაციონალურ მოძრაობას”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები