0 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ეს კანონმდებლობა მე არ მეხება" - ზურაბიშვილი კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის 114 თანამშრომელს უმუშევარს დატოვებს

სალომე ზურაბიშვილი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.

საუბარია ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების და კონპენსაციის გარეშე გაათავისუფლოს.

"ეს კანონმდებლობა მე არ მეხება. მე არ მაქვს მიღებული კანონი. კანონმდებელ ორგანოს ეხება ეს და იქ უნდა მიმართოთ თქვენი კითხვებით. მე ვინ რას აცხადებს არ ვიცი მაგრამ კანონმდებელი ორგანო არ არის ჩემთან დაკავშირებული, არის დამოუკიდებელი. პრეზიდენტი სხვა რამე არის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ცალკე და მე არ მაქვს მიღებული არანაირი ჯერ გადაწყვეტილება ამის შესახებ,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნული კანონპროექტის შესაბამისად, მარგველაშვილის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება. 

კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერებულია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები