2 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკა ბესელიას სავარაუდოდ, "ომეგას" საქმეზე ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

ბესელიამ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი "ომეგას" დავის მოსაგვარებლად - ამის შესახებ სოცილიარ ქსელში „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი გია აბაშიძე წერს.

"რა მინდოდა ამ ე.წ. ბედობაზე ვაკის პარკში?!.. საკმაოდ მძიმე ამბავი გავიგე დღემდე სანდო [ხვალ თუ დადასტურდა ეს ამბავი, ვაღიარებ, რომ მუდმივად იგი ყურადსაღებია] წყაროსგან [ვერ ვამჟღავნებ - Chatham House rules].

ხვალიდან, 'ნაპახმელიარზე', პოლიტიკური თვითწმენდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბით დაიწყება. ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. "ნაღმი" საკმაოდ ბანალურია - კორუფციის თემა.

წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: "ჩეთემ ჰაუსის" ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების "მასწერ სპორტა"-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი "ომეგას" მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება "ქოცნებას".

სროლა დასწრებაზეა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გვარამიამ ორაზროვნად დაანონსა ამბავი:
https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/1148598225308502

როგორც ამ ცნობილი ფილმის ცნობილი ფრთიანი ფრაზა ამბობს - When you have to shoot, shoot, don't talk! [როცა გიწევს გასროლა, ისროლე, ნუღარ ლაპარაკობ!] ხვალ, წესით, ივანიშვილი დასწრებაზე ითამაშებს.

ძალიან შოკირებული ვარ და იმედგაცრუებული. არ მეგონა, რომ მოსალოდნელი თვითწმენდის პროცესი ასე დაიწყებოდა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, სტაჟიანი პოლიტიკოსისგან. 
ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე. 
დაველოდოთ, ხვალინდელ სხდომას როსტომ მეფის სასახლეში...
და დაველოდოთ საპასუხო, ახალი წლის პირველივე დღეებიდან დაწყებულ 'კომპრომატებისომს'...

P.S. წავედი ახლა, მივხედავ უცხოელ სტუმრებს" წერს აბაშიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები