1 7 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კორკოტაშვილი ივანიშვილს: არა მგონია კადაფზე მეტი ფული გქონდეს

გია კორკოტაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მიმართვაში ლიბიის ყოფილ ლიდერს, მილიონერ დიქტატორ კადაფს ახსენებს, რომელიც ხალხმა ჩაქოლა. 

"როგორ ღმერთ-კაცად გიყურებდა მთელი ერი როცა მიშა- ტირანის წინააღმდეგ დაიწყე ბრძოლა,ყველაფერი დაივიწყა ხალხმა შენი დაფინანსებული ყველა დარბევა,ნაცებთან შენი ყველა ალიანსი მარტო სიკეთეს ხედავდნენ შენში და იმედიც ჰქონდათ რომ ერთად ავაშენებდით ნორმალურ სხვისგან არაფრით განსხვავებულ ქვეყანას!

დასაწყისშიც როცა სამართალი არ სრულდებოდა ხალხში ლაპარაკი მიდიოდა "შენ იცი ბიძინას რუსეთში რას ეძახიან? УДАВ-ს მაგან იცის როგორ ნელნელა უნდა "გაჯიმოს" ნაცებიო" შენ ნაცებს კი არა ნაციას ჯიმავ თურმე!

მ-2 ტურის წინ მახსოვს შენი ნაცრისფერი სახე და თმები რომ ერთი ფერისა გქონდა! ვთოხლეთ ქართველმა ერმა?

არა მგონია ჩვენ დიდსულოვნები ვართ! ისიც კარგად ვიცით რომ აურზაური კარგს არაფერს არ მოუტანს ჩვენ სამშობლოს!

აბსოლუტურად ყველა დრო ამოიწურა,საქართველო უფსკრულისკენ მიექანება და შენ ვერაფერს ვერ შვრები ან არ იცი რა გააკეტო ან შეგნებულად მიგყავს ესე პოლიტიკა იმიტომ რომ შეკვეთა გაქვს შენი "იმამებიდან",არცერთი არ გვაწყობს ჩვენ!

იმდენი გააკეთე,რომ ნაციონალების ნათქვამი "ეს კაცი ღუპავს ქვეყანასო" არადა სიმართლეა, ჩვენთვის მიუღებელი მარტო იმიტომ იყო რომ ნაცები ამბობდნენ ამას, დიაგნოზი ზუსტად დასვეს!

სასამართლოს,პოლიციის და ძალისმიერების შენ განკარგულებაში რაზეც თავს არ იზოგავ ვერ იქნება შენი აქ პარპაშის გარანტი თან არა მგონია კადაფზე მეტი ფული გქონდეს!

ყველაზე ცუდი რაც გააკეთე შენ ბევრჯერ მოატყუე შენი ხალხი "გადააგდე" რაც დაპირდი არ აუსრულე და მივხვდით,რომ გულწრფელი არა ხარ!

შენი გარემო ნათელს ხდის რა კონტიგენტი გიყვარს!

ასე რომ უფლებას იტოვებს ღირსეული ხალხი ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის ხმა აღიმაღლოს იმ უზნეობებზე რაც ხდება ქვეყანაში!!!

ყველას ღირსებას ვერ იყიდი ღმერთმა დაგვიფაროს!!!"- წერს კორკოტაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები