1 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესების გამო ბათუმი ქიმიური ნარჩენებით დაბინძურდება - ეკო-კატასტროფა აჭარაში

ოლიგარქმა, რომელმაც ხალხის ქონების დიდი ნაწილი უკვე მიითვისა, ახლა ბათუმსა და ზოგადად - აჭარას მიადგა. 

მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია "ვონდერნეტი", რომლის მეწილე თანაინვესტირების ფონდია, ბათუმის ცენტრში ტერმინალს აშენებს, საიდანაც ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ.

ეკო-ექსპერტების თქმით, ივანიშვილის ქიმიური ტერმინალი, მთლიანად აჭარაში, ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და ტურიზმს მოკლავს.

ამიაკის სელიტრა;
ამონიუმის სულფატი;
კიროვან-ამიაკური სელიტრა;
მონოამონიუმსულფატი;
ფოსფატის დიამონიუმი;
ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები;
სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი;
გოგირდი;
გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები - ეს იმ ქიმიური ტვირთების ჩამონათვალია, რომლებსაც ხელშეკრულების მიხედვით, ივანიშვილის კომპანია ბათუმში აშენებულ ტერმინალში გაატარებს.

გამოდის რომ ბიძინა ივანიშვილი, დამატებით ასეულობით მილიონს თითოეული აჭარელის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ტურიზმის ლიკვიდაციის ხარჯზე იშოვის.

ასე შოულობს ფულს ოლიგარქი, რომელმაც უკვე მიითვისა სანაპირო ზოლის მრავალი კილომეტრი და ახლა აჭარელების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. 

მეტიც: ივანიშვილის "ვონდერნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით ირკვევა რომ ოლიგარქმა ყველა სახის (პოლიტიკური, ეკონომიკური, საკანონმდებლო...) რისკები დააზღვია, რათა "რამე რომ მოხდეს" მისი მერკანტილური ინტერესები და მძარცველური ინსტინქტი არ დაზიანდეს.

ეს მაშინ, როდესაც ბათუმელებისა და ზოგადად, აჭარელების სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს თუ ივანიშვილის ქიმიურ ტერმინალში თუნდაც ერთი პატარა შეცდომა მოხდება. 

ირკვევა რომ ხელისუფლებამ, ივანიშვილის ქიმიური ტერმინალის ასაშენებლად კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფს“ 15 ათას კვ/მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი ე.წ აღნაგობის უფლებით 14 დეკემბერს გადასცა. 

ოლიგარქის "ვონდერნეტი“ 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს ქიმიურ ტერმინალში, რათა ადამიანთა ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების პარალელურად თავად უზარმაზარი მოგება ნახოს.

P.S: 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ქალაქ ჩერნობილში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში მცირე ავარია მოხდა.

შედეგად: გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა მაშინდელი სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი.

რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

მართალია, ის რასაც ივანიშვილი ბათუმში აშენებს ატომური ელექტროსადგური არ არის, მაგრამ ეკო ექსპერტთა აზრით, არანაკლები სავალალო შედეგის მოტანა შეუძლია ქიმიურ დაბინძურებასაც როგორც ახლო ისე გრძელ პერსპექტივაში.

მსგავსი სიახლეები