2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

​პრეზიდენტი ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესამუშავებლად საზოგადოებასთან დიალოგს იწყებს

​პრეზიდენტი ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესამუშავებლად საზოგადოებასთან ფართომასშტაბიან დიალოგს იწყებს . პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები დაიწყება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე, ყველა დაინტერესებულ პირთან. 

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, უნდა შეიქმნას ქართული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება ქართულ რეალობას და სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსს.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე სწავლობენ საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხდება რომელიმე თუნდაც საუკეთესო გამოცდილების ქვეყნის მქონე დოკუმენტის კოპირება. ეს უნდა იყოს ქართული დოკუმენტი დაფუძნებული სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ყველა გამოსვლაში არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია და აუცილებელია, რომ ის უპირობოდ იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული იყოს შეურაცხყოფისგან. თითოეულს  უნდა ჰქონდეს ის შეგრძნება, რომ სახელმწიფო მას იცავს. სწორედ ეს პროცესი იქნება პირველი ნაბიჯი იქეთკენ, რომ საზოგადოებაში დაიწყოს საზოგადოებრივი სიმშვიდის ფორმირება“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი განცხადებით, საკითხი ეხება ცილისწამებას, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიცავს "ფეიკნიუსებსაც".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები