1 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები“

„ჩვენი, ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში იწყებს აქციას, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები“, –  ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა .

მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ნაგვის კონტეინერებში მოხვედრა, რაც თავიდან უნდა იყოს არიდებული.

„ჩვენი, ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში იწყებს აქციას, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ჩაბარება შესაძლებელი იქნება ვაკის პარკში, კიკვიძის ბაღში, რიყის პარკში, ვერის ბაღში ამისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილებზე. ჩაბარების შემდეგ ისინი დამუშავდება და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება.

კახა კალაძის დავალებით მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები