2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქუთაისში გაზის მილი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავს, "დასკოჩეს"

 ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე #20 კორპუსში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

 რამდენიმე კვირაა, რაც აღნიშნული კორპუსის პირველ სადარბაზოში გაზის მილიდან ბუნებრივი აირი ჟონვს, თუმცა კორპუსში მცხოვრებლების თქმით, მათ კომპანია"სოკარ გაზში" ყურადღებას არ აქცევენ.

მოსახლეობის თქმით, მრიცხველები გარე ფასადზე 6 წლის წინ დაამონტაჟეს და მიუხედავად მოთხოვნისა გაზიფიცირება რკინის მილებით არ მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მათ კომპანიის წარმომადგენლებმა აუხსნეს რომ ეს იყო ექსპერიმენტი.

კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ 3 კვირის წინ, ცხელ ხაზზ "114"-ზე დარეკეს, გამოძახებაზე მისულმა ჯგუფებმა კი გაზის მილი ე.წ.წებოვანი ლენტით "დასკოჩეს".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები