1 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,დღეს ისტორიული დღეა, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად ხელი მოვაწერეთ საფრანგეთის ეროვნული გმირის, დიმიტრი ამილახვარის სახელობის დეკლარაციას"

ელისეს სასახლეში დღეს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

"დღეს ისტორიული დღეა. პრეზიდენტ მაკრონთან ერთად ხელი მოვაწერეთ საფრანგეთის ეროვნული გმირის, დიმიტრი ამილახვარის სახელობის დეკლარაციას. ეს იქნება თვისობრივად ახალი ეტაპი საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობაში,"- ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები