1 4 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„წარმოდგენა არ მაქვს“ - სერგი კაპანაძე ოცნების მიერ სპეციალურად დავით ბაქრაძისთვის ინიცირებულ ცვლილებებზე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი და ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება ოპოზიციონერ დავით ბაქრაძისთვის სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფის 2020 წლამდე გაგრძელებს აპირებს.

სპეციალური ცვლილებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ სპეციალურად მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარისათვის, დავით ბაქრაძისათვის მოიფიქრა, უკვე გახდა ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას შორის ახალი დაპირისპირების საგანი.

ბესელიამ დასვა კითხვა: რატომ შეაქვს ხელისუფლებას კანონში ცვლილებები დავით ბაქრაძის კომფორტის გახანგრძლივების მიზნით?

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: ქართულმა ოცნებამ, პრემიერებსა და ყოფილ პრეზიდენტებს მოუხსნა დაცვა, რომელიც კანონით, სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნოდათ. ამ დროს, ბაქრაძეს გამონაკლისის სახით უნიშნავენ დაცვას და თან ამისათვის კანონშიც შეაქვთ ცვლილებები. ეს ცვლილებები კი, ეხება არა ზოგადად პარლამენტის თავმჯდომარეებს, არამედ, კონკრეტულად და პერსონალურად ბაქრაძეს. 

ჩვენ, დაგროვილ კითხვაზე პასუხის მიღება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერისაგან სერგი კაპანაძისაგან ვცადეთ, რომელიც ამ წუთებში ბრიუსელში იმყოფება.

itv.ge: ბატონო სერგი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში, გარდამავალი დებულებით შედის ცვლილებები დავით ბაქრაძისთვის სახელმწიფო დაცვის 2020 წლამდე გაგრძელების თაობაზე (მერვე მოწვების სპიკერ უსუფაშვილს დაცვა ისედაც 2020-მდე ეკუთვნის). რატომ ცდილობს ქართული ოცნება სპეციალურად ბაქრაძისათვის ამგვარი ცვლილებების განხორციელებას?

სერგი კაპანაძე: "წარმოდგენა არ მაქვს. ზოგადად, ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირებს რომ დაცვა ჰყავდეს, პრობლემა არ არის წესით, მაგრამ ახლა რატომ შემოიტანეს ეს ცვლილება, არ ვიცი. ქოცებს უნდა ჰკითხოთ. ეგენი უკეთ გაგცემენ პასუხს".

ვეცდებით ამ კითხვაზე პასუხი „ქოცებისგანაც“ მივიღოთ და ევროპული საქართველოს სხვა ლიდერებისგანაც, რომლებიც ჯერჯერობით არ გვპასუხობენ.

პასუხს თავს არიდებს უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძეც. არადა, კარგი იქნებოდა, პირველ რიგში მას განემარტა, რატომ ზრუნავს ხელისუფლება მისი დაცვით უზრუნველყოფის გაგრძელებაზე ასე ოპერატიულად მაშინ, როდესაც სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს დევნიან?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები