1 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ახალი ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაკავებულ ირაკლი კვარაცხელიას დაკითხვისას გული გაუსკდა

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც ოკუპანტებმა დააკავეს, დაკითხვის დროს გული გაუსკდა - ამის შესახებ გალში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ოფიციალურად აცხადებს, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა, თუმცა არაოფიციალურ საუბრებში ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გული გაუსკდა. 

29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 

ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, კვარაცხელიამ დაკავებისას ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც რუსი ოკუპანტები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაზიანებები ზურგისა და თავის არეში მიაყენეს,შემდეგ კი დახურულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. მათი განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია ოკუპანტებმა ცემით მოკლეს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები