1 0 : 3 1
 | 

პოლიტიკა

„განაჩენი გამოტანილია – უვადო პატიმრობა“-გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას ბაბუა

გორში სასტიკად მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. მოკლულის ბაბუის ხვიჩა ბერიაშვილის განცხადებით, განაჩენი მიუხედავად იმისა რამდენხანს გაიწელება სასამართლო პროცესები, უკვე გამოტანილია:

„ავად არის? კვდება თუ რა ხდება? თუ მოკვდება, მოკვდეს, თუ არადა, გამოუშვან! საქმე ბოლომდე მიყვანილია, როგორც 6 საათში იპოვეს ეს, ასეა საქმეც ბოლომდე მიყვანილი. ჩემი აზრით, ორი-სამი პროცესი, მეტი რა უნდა, რას დაგვარბენინებენ? რას გვიღვიძებენ კიდევ და კიდევ ყველა წამს? მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, თქვენს შვილებს უნდა. განაჩენი გამოტანილია – უვადო პატიმრობა, ამას ელოდება მთელი საქართველო”, -განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×