0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქეთ იმყოფება" - რა ვითარებაა ამ წუთებში ხურვალეთში?

სოფელ ხურვალეთის განაპირას,  ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.

“სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქეთ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მათი გამოჩენის მოტივი. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში დაძაბული ვითარება არ არის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ინტერპრესნიუსის ჟურნალისტთან.

სოფელ ხურვალეთის განაპირას შეიარაღებული ნიღბიანი პირების გამოჩენის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები