1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი საწვავის ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ოსიაურის სამხედრო ბაზის კუთვნილი ავტომობილის მძღოლმა სახელმწიფოს კუთვნილი საწვავის მოპარვა სცადა.

სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საწვავის მოპარვა მაშინ სცადა, როდესაც ბაზიდან გადაადგილდებოდა. ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.

მძღოლი ქურდობის მცდელობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შემთხვევით დაინახეს და ადგილზე დააკავეს. დაკავებული ბრალს აღიარებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, საქმე გამოსაძიებლად სამხედრო პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები