2 2 : 1 8
 | 

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ „ყველა ციხეში“

არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით საუბრობს.

პრემიერის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, რაც სერიოზული პრობლემაა.

„თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ – „ყველა ციხეში“, რომელიც, სხვათა შორის, ამ დარბაზში გაჟღერდა და ზოგიერთმა თქვენგანმა ოვაცია გამოხატა ამ სიტყვების მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, კრიმინალს ხელისუფლება უპირისპირებს კანონით დადგენილ პოლიტიკას, რადგან პრემიერის შეფასებით, დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე, მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის, პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია არსებული მდგომარეობის რეალურად შეცვლა და გამოსწორება, სადაც აუცილებელია, ეს იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც საჭიროა, გატარდება დამატებითი რეფორმები, რომლებიც სამართალდამცავთა საქმიანობას გახდის უფრო ეფექტიანსა და ხარისხიანს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს ისეთ ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უპრეცედენტოა ბოლო წლების განმავლობაში.

ასევე, რეფორმის ფარგლებში, ფართოდ ინერგება პრევენციული მექანიზმები ყველა სამართალდამცავ სტრუქტურაში.

„ასევე, აღსანიშნავია გამოძიების ხარისხის მონიტორინგი. ამ მიზნით, 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი.

შესაბამისად, ყველა ეს ღონისძიება და რეფორმა, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, აუცილებლად მიგვიყვანს უფრო ეფექტიან და ხარისხიან საპოლიციო საქმიანობამდე, რაც საქართველოში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას.

„მიგვაჩნია, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრის უსაფრთხოება.

ჩვენ არასდროს დავბრუნდებით წარსულში, ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესული და შეუქცევადი რეფორმების გატარებას, რადგან მხოლოდ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით, ობიექტური სტატისტიკის წარმოებით, რეალური სურათის დადებით ჩვენ შევძლებთ, გავუმკლავდეთ ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ამოცანებსა და გამოწვევებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:41

    აშშ-ის საელჩოს განცხადება ,,რუსთავი 2"-ის საქმეზე...

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საელჩოს გ...

  • 18:11

    ,,ივანიშვილმა "რუსთავი2" დავით გარეჯში გაცვალა"...

    მივედით იქამდე, როდესაც ქვეყანა ირჩევს, დარჩება პოსტმოსკოვურ სივრცეში უზბეკეთისა და თურქმენეთის მსგავსად, თუ გახდება დემოკრატიული სამყაროს თავისუფალი წევრი - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალ...

  • 17:08

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან ...

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამ...

  • 17:05

    ,,შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძი...

     „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტე...

  • 14:13

    რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტა...

    საქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.„რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწ...

  • 12:59

    მამუკა ბახტაძე - „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკ...

    „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს; ამის გარანტია ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდ...

  • 12:06

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ - თავდ...

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ- თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შევიდა. ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს,...