1 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერის არჩევნებში კენჭს იყრის

ჩამოტვირთვა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, ზუგდიდის მერის თანამდებობაზე შუალედურ არჩევნებზე კენჭს იყრის. სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება. გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. 

"გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება" ქალბატონი სანდრა რულოვსი, გაერთიანებული ოპოზიციის და ქალბატონი სანდრას სურვილები დაემთხვა ერთმანეთს,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან საზოგადოებას შეახსენა საპარლამენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები და თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სანდრა რულოვსმა, რომელიც კენჭს ზუგდიდში იყრიდა, არჩევნები მოიგო, თუმცა მასშტაბური გაყალბების გამო, მან უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები