2 1 : 5 3
 | 

პოლიტიკა

ბახტაძე: "სტოლტენბერგის ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას"

საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"დიდად ვაფასებთ,რომ ნატოს გენერალური მდივანი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელის მიზანია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ქვეყანას ვინც მონაწილეობს ამ სწავლებაში. ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

"საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველო გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი ეს გახლავთ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი,“- განაცხადა პრემიერმა. 

მისი თქმით, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არჩევანი არის ნატოში ინტეგრაცია. 

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით სრულდება და ეხმარება ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზნის განხორციელებაში. საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ.

„ამავე დროს განვიხილეთ ის გამოწვევები რომელიც უკავშირდება რუსთის ფედერაციის მიერ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, იმ გამოწვევებს რომლებიც ჩვენ გვაქვს ამ ორივე ტერიტორიაზე, ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო და განვიხილეთ ის სამშვიდობო ინიციატივები,რომელიც მომზადებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.

"ძალიან სასიხარულოა რომ შეხვედრაზე აღინიშნა ევროანტლანტიკურიუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე , ეს გახლდათ ის მესიჯი რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატოსთვის,“-განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:41

    აშშ-ის საელჩოს განცხადება ,,რუსთავი 2"-ის საქმეზე...

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საელჩოს გ...

  • 18:11

    ,,ივანიშვილმა "რუსთავი2" დავით გარეჯში გაცვალა"...

    მივედით იქამდე, როდესაც ქვეყანა ირჩევს, დარჩება პოსტმოსკოვურ სივრცეში უზბეკეთისა და თურქმენეთის მსგავსად, თუ გახდება დემოკრატიული სამყაროს თავისუფალი წევრი - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალ...

  • 17:08

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან ...

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამ...

  • 17:05

    ,,შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძი...

     „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტე...

  • 14:13

    რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტა...

    საქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.„რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწ...

  • 12:59

    მამუკა ბახტაძე - „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკ...

    „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს; ამის გარანტია ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდ...

  • 12:06

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ - თავდ...

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ- თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შევიდა. ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს,...