0 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს კომისია ხელახლა განიხილავს

ვანო მერაბიშვილს უსამართლოდ უთხრეს უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე - ასეთია საქალაქო სასამართლოს დასკვნა.

იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 1 თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც დღეს 15:00 საათზე ამოიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ 25 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

ადვოკატის განცხადებით, ახლა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს. 

უფლებადამცველი განმარტავს, რომ იმ საფუძვლებს, რომლის გათვალისწინებითაც მერაბიშვილს გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, ხელმეორედ ვეღარ გამოიყენებს. 

„ეს გადაწყვეტილება არის უკვე კანონიერ ძალაში შესული. იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვალდებულია ახლა ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისია იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ, რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ იმსჯელონ დაუყოვნებლივ და გაათავისუფლონ მერაბიშვილი პატიმრობიდან,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები