1 8 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"როგორ უნდა მექნა ასეთი სისულელე?! ჩემი შვილი მცემდა.. ეს რომ გამეკეთებინა, იტყოდნენ, რომ იქ მოვაწყე ორგია, საშინელებებს მოყვებოდნენ" - სააკაშვილი ივანიშვილის მიერ სვეტიცხოვლის დახურვაზე

"აქციები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ უმეტესწილად რუსეთისგან იყო მართულია" - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა კვირის აქცენტებთან საუბრისას გააკეთა.

კითხვაზე, არის თუ არა პროტესტი მუხტი ქვეყანაში შესუსტებული, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს ასე არ არის და ხალხის გაბრაზება თუნდაც ქვეყნიდან გასული მოქალაქეების სიმრავლით გამოიხატება.

„ვერ ვიტყვი, რომ პროტესტის მუხტი არ არის. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული იმიტომ, რომ დიდმა ნაწილმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა ქვეყანა ამ შვიდი წლის განმავლობაში მილიონმა ყველაზე შრომისუნარიანმა, ყველაზე განათლებულმა ნაწილმა  დატოვა საქართველო. ეს პირველი, ამითი ორთქლი გამოუშვეს. მეორე, რუსული ფაქტორი აღარ არის. ჩვენი წინააღმდეგი აქციების უმეტესი ფაქტორი იყო რუსული ნაწილი ისევე, როგორც გამსახურდიას წინააღმდეგ აქციების დიდი ნაწილი, ეს იყო 90% რუსეთის აქციები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე, რა მოხდებოდა მაშინ, თუკი მიხეილ სააკაშვილის შვილის ჯვრისწერისთვის სვეტიცხოველს დახურავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ძალიან ბევრ ცილს დასწამებდნენ.

„როგორ უნდა მექნა ასეთი  სისულელე?! ჩემი შვილი მცემდა.. არა მხოლოდ იმას იტყოდნენ, რომ ეს გავაკეთე, არამედ იტყოდნენ, რომ იქ მოვაწყეორგია, ხატებს დავერიეთ. საშინელებებს მოყვებოდნენ,“ - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები