0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე – დეპუტატ როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს

მორიგი ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ენმ-ს წევრ როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს.  

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. საკრებულოს წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას მოჰყვა. დადგენილების პროექტში ტერენტი გრანელი მოხსენიებული იყო, როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ატარაძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა განმარტება, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუ უმრავლესობა ტერენტი გრანელს როგორც პროზაიკოსს იცნობს.  ​​

ფიზიკური დაპირისპირება კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”” წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა. დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები